გსურთ, რომ სქელი, სრული დაფარვის ქონსილერის მაგივრად გამოიყენოთ პროდუქტი, რომელიც კანზე ძალიან ბუნებრივად ჯდება, არ ითხაპნება და არის ძალიან ჰაეროვანი?! მაშინ ფენტი ბიუთის #brightfix ზუსტად თქვენთვისაა. პროდუქტი მოქმედებს როგორც შრატი, ატენიანებს თვალის გარშემო კანს, არის უთხელესი და იდეალურად ფარავს როგორც გამონაყარს, ისე პიგმენტაციასა და თვალს ქვემოთ არსებულ მუქ წრეებს. No-makeup makeup ეფექტი აქვს ამ პროდუქტს.
იცით როგორი? დასვენებული, ჯანსაღი კანის ეფექტს იძლევა ერთი თითის გასმაში. *მყისიერად ანათებს სახის კანს *თხელიდან მედიუმ დაფარვამდე, თქვენი სურვილისამებრ *შეიცავს Hydrablend, დამატენიანებელი ინგრედიენტების კომპლექსს, როგორიცაა ნატრიუმის ჰიალურონატი *აბრეშუმისებური შრატის ტექსტურა *არ ითხაპნება, არის ოფლ და წყალგამძლე პროდუქტი *შეიცავს ჟოჟობას ზეთს, რაც უვლის და ატენიანებს სახის კანს




