Estée Lauder-ის პეპტიდური შრატი სახისა და კისრისთვის
მსუბუქი შრატი სწრაფად შეიწოვება და კანს დილით უფრო ნათელ, გლუვ და დასვენებულ იერს აძლევს — მაშინაც კი, თუ კარგად ვერ გამოიძინეთ. ფორმულა შეიცავს ექსკლუზიურ Night Peptide-სა და ჰიალურონის მჟავას. რეგულარული გამოყენებისას წვრილი ხაზები და ფორები ნაკლებად შესამჩნევი ჩანს, კანი კი უფრო მკვრივად და თანაბრად გამოიყურება.
მთავარი უპირატესობები
უზრუნველყოფს დატენიანებას 72 საათამდე და ანტიოქსიდანტურ დაცვას 8 საათის განმავლობაში.
ეხმარება კანს, შეინარჩუნოს ნათელი იერი არასაკმარისი ძილის შემდეგ.
ამცირებს სიმშრალის, დაღლილობისა და ასაკობრივი ცვლილებების ხილულ ნიშნებს.
აქვს უცხიმო ტექსტურა, სწრაფად შეიწოვება და ფორებს არ ახშობს.
ვისთვისაა: ყველა ასაკისა და კანის ტიპისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის. განსაკუთრებით გამოდგება, თუ გაწუხებთ სიმშრალე, უსიცოცხლო იერი, წვრილი ხაზები, არათანაბარი ტონი ან სიმკვრივის დაკარგვა.
შედეგები: კლინიკური ტესტირებისას ერთი ღამის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა წვრილი ხაზების 14%-ით შემცირება და კანის ელასტიკურობის 10%-ით გაუმჯობესება. მომხმარებელთა კვლევაში, სამკვირიანი გამოყენების შემდეგ, მონაწილეთა 91%-მა აღნიშნა, რომ კანი უფრო დასვენებულად გამოიყურებოდა. ინდივიდუალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს.
ფორმულა დერმატოლოგიურად და ოფთალმოლოგიურად შემოწმებულია. არ შეიცავს სინთეზურ სურნელს, პარაბენებს, მინერალურ ზეთსა და კანის გამომშრობ ალკოჰოლს.




